• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა
  • ჯილდოები
  • გუნდი
  • დინამო მზად არის

    დინამო მზად არის

    სუპერლიგა გაიხსნა. პროცესში ყველა გუნდის შესახებ დავილაპარაკოთ. თბილისს დინამოთი გავხსნათ. ბოლო სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი. ბოლო სუპერლიგის ყველაზე პერსპექტიული გუნდი (ოლიმპთან ერთად). ბოლო სუპერლიგის ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი. და, გუნდი, რომელსაც მწვრთნელები (უფრო კი მთავარი მწვრთნელი) თავისუფალ, ეფექტურ და ლამაზ კალათბურთს ათამაშებდნენ. მიდით, გაიქეცით, შექმენით და, თუ შეცდომას დაუშვებთ, თვითრწმენა არ დაკარგოთ, იყო დინამოს კალათბურთი. გუნდმა გამოტოვა დუდუ დადიანის მემორიალი და სუპერლიგას მიმწოლი ხასიათით, მშიერი ხვდება. დინამომ თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა შარშანდელი შემადგენლობა და რამდენიმე საინტერესო ახალი პერსონაჟი დაიმატა.
    მთავარი მწვრთნელი მუია ტაჩი გუნდს ბოლომდე ენდობა. ეს განწყობა, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება.
    მუია ტაჩი: ლეგიონერები კარანტინის შემდეგ შემოგვიერთდებიან, მაგრამ მანამდე მხოლოდ ქართველებით ვართ. შეიძლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, ლეგიონერები შევიყვანოთ შემადგენლობაში, მაგრამ ეს მხოლოდ საერთო განწყობისთვის. ჯერ, თამაშის გარეშე. განწყობაზე მ.ტ: არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ ვეცდებით ყველა მატჩის მოგებას და მაქსიმუმის გაკეთებას. ეს ნამდვილად დარჩება. ასევე, ბევრი ახალგაზრდა ქართველის თამაშის გაუმჯობესებას. ეს მნიშვნელოვანია. პანდემიაზე
    მ.ტ: ამ სიატუაციამ შეცვალა არა მხოლოდ კალათბურთი, არა მხოლოდ სპორტი, ამ სიტუაციამ შეცვალა ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ სუპერლიგა დასრულდება იმ დროს, როდესაც უნდა დასრულდეს და მსურს, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო.
    დინამოს სრული შემადგენლობა დაბლები: ტაირელ უილიამსი (196 სანტიმეტრი), ლუკა ბულაშვილი (192), ირაკლი კილაძე (198), დაჩი ქავთარაძე (192), მათე კაპანაძე (185), გიორგი სიმონიშვილი (192), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (196), ვახტანგ გოგბერაშვილი (202). მაღლები: ტრევონ რიდი (218), მერაბ მირზიაშვილი (208), ლაშა მიქელაძე (202), ნიკა დარბაიძე (204), ვლადიმერ თავაქარაშვილი (200), გიორგი სულაბერიძე (200), ლუკა კუჭუხიძე (205). მთავარი მწვრთნელი: მუია ტაჩი. ასისტენტები: კახაბერ ტომარაძე, ჟოლივეტ ტოუჯანი.